მედია ანონსი
21 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჭავჭავაძის გამზირი, ჩიხი II, #5, თბილისი 0179
T (+995 32) 291 50 03 F (+995 32) 291 50 44
საკონტაქტო პირი: თამარ ჯიბუტი
მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი
მობ: (+995) 577 46 55 90
info@gau.ge www.gau.ge
კიბერ უსაფრთხოების სფეროში საქართველოში პირველი სახელმძღვანელოს - „კიბერსივრცის სამართალი" - პრეზენტაცია
[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 მარტი, 2012 - 23 მარტს, 14:00 საათზე სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" გაიმართება კიბერ უსაფრთხოების სფეროში საქართველოში პირველი სახელმძღვანელოს - „კიბერსივრცის სამართალი" - პრეზენტაცია.
სახელმძღვანელო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კიბერსამართლისა და უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფარგლებში მომზადდა.
კიბერ უსაფრთხოების საკითხების მნიშვნელობამ განსაკუთრებით იჩინა თავი რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ნათლად გამოჩნდა კიბერ უსაფრთხოებისა და კიბერ რეგულაციების საკითხების მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. გაუ ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, სადაც უკვე რამდენიმე წელია ისწავლება კიბერ სამართალი.
გაუ-ს მიერ დაწყებული საქმის მნიშვნელობას საგრძნობლად ზრდის ის გარემოება, რომ სახელმწიფომ დაიწყო კიბერ უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა, რაც ქმნის ამ სფეროს შემდგომი განვითარების წინაპირობას.
პრეზენტაციას დაესწრებიან წარმომადგენლები შემდეგი სტრუქტურებიდან და ორგანიზაციებიდან: იუსტიციის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, თბილისის მერია, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო", USAID, აშშ-ს საელჩო, უმაღლესი სასწავლებლები და სხვა.
დღის წესრიგი:
14:00 - პრეზენტაციის გახსნა
რ. მაიკლ ქაუგილი, გაუ-ს პრეზიდენტი
14:10 - სახელმძღვანელოს წარდგენა/კიბერსამართლისა და უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მნიშვნელობა
ზაზა რუხაძე, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი
14:30 - კიბერსამართლისა და უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გეგმები და ამოცანები ლევან ბოძაშვილი, კიბერსამართლისა და უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
14:45-13:15 - მოწვეულ სტუმართა გამოსვლა
15:15 - ფურშეტი
--